18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
მიუხედავად სირთულეებისა, ქალაქის მასშტაბით ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა - თბილისის მთავრობა 2019 წელს აჯამებს

თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელი შეაჯამეს. კახა კალაძის და გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გასული წელი ბევრი სირთულით გამოირჩეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა ქალაქის მასშტაბით ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა.

კახა კალაძისა და გიორგი ტყემალაძის განმარტებით, თბილისი 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდება, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ჯანდაცვის საკითხების მოგვარება იქნება.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები იქნება.

"იყო რთული წელი, დატვირთული. 2019 წლის დასაწყისში რა პირობებიც გავეცით და რაც დავპირდით მოსახლეობას, ნაწილი ამ პროექტებისა უკვე დამთავრებულია. 2 ძირითადი მიმართულება იქნება პრიორიტეტული 2020 წლის ბიუჯეტში.

პირველი ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საკმაოდ ბევრი კეთდება ქალაქებში და სერიოზული გამოწვევები გვაქვს ამ თვალზასრისით.

მეორე, ასევე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება ეს არის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება, რაც ინფრასტრუქტურული, სარეკრეაციო სივრცეებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულების განსახორციელებლად მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.

დღის ამბები