18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ბოლოო ვადა დღეს ეწურება.

მთავრობამ კონსორციუმს ბოლო ვადა სწორედ 31 დეკემბრამდე მისცა.

შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსებაზე და გარანტია 400 მილიონიან სესხზე საერთაშორისო ბანკებთან - ამ საკითხებზე კონსორციუმს ვადა დღეს 6 საათზე ეწურება.

თუ ეს ორი პირობა ვერ შესრულდა, ამის შემდეგ მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება აქვს. 

ჯერჯერობით, კონსორციუმს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 16 დეკემბერს მათ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოიძიეს პროექტით დაინტერესებული  ინვესტორი, რის შესახებაც მთავრობა საქმის კურსშია, თუმცა ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა.

დღის ამბები