18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხმაურის გამო დაიხურა

ხმაურით მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის პროცესი, სადაც დაცვის მხარე რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. 

სასამართლო პროცესის გაშუქებას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ნაცვლად "მათვარი არხი" მოითხოვდა, მათ ამ თხოვნით მოსამართლეს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. სიტუაცია სასამართლოში სწორედ ამ უარის შემდეგ დაიძაბა. 

გიორგი რურუას პროცესს ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა. მან გააპროტესტა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სხდომა მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უნდა გაეშუქებინა. 

გვარამიას განცხადებით, ამის შემდეგ წარმოუდგენელია, რომ გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს. 

ხმაურის შემდეგ, მოსამართლემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

დღის ამბები