18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"ხელისუფლების გუშინდელ ქმედებას კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს" - ეკა გიგაური

რუსთაველზე კარვების მოულოდნელ აღებას და შემდეგ განვითარებულ პროცესებს არასამთავრობო სექტორი ეხმაურება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლების გუშინდელ ქმედებას კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პარლამენტის წინ პროტესტს, ისინი არ უშლიდნენ ხელს პარლამენტის მუშაობას და შესაბამისად ჰქონდათ უფლება, რომ ეს კონსტრუქციები ჰქონოდათ, ამას ამბობს და იცავს ჩვენი კანონი. ხელისუფლების გუშინდელ ქმედებას კი კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

 

დღის ამბები