განსაკუთრებულად მიულოცა საქართველოს ახალი წელი ამერიკის საელჩომ.
დიპლომატიურმა მისიამ სპეციალური ვიდეო გადაიღო, რომელშიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და საელჩოს თანამშრომლები, შვილებთან ერთად, გია ყანჩელის კომპოზიციას თავად ასრულებენ.
ვიდეოში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩოს დიდი ოჯახი ქვეყანას ახალ წელს ულოცავს.