17 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
"თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდება, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის დავალება შეასრულა - უდუმაშვილი

შეაჩერებს თუ არა მთავრობა ანაკლიის პროექტს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

სასესხო ხელშეკრულების წარსადგენად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა. ხელისუფლების ბოლო პოზიციით, თარიღის გადავადება აღარ მოხდებოდა.

ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ვარაუდობს და დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით პორტის მშენებლობა არ განხორციელდება. 

"ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტს, ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს. თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდება, ეს ნიშნავს პირდაპირ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მოსკოვის დავალება შეასრულა,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ რაც გასაფუჭებელი იყო, უკვე გააფუჭა და რაც არ უნდა დეკლარირებდნენ, რომ ემხრობიან პორტის მშენებლობას, საქმით საწინააღმდეგო მტკიცდება და მთელ ბიზნესსექტორს მისცეს მესიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლება პორტის მშენებლობას არ ემხრობა. ასე რომ ამ ხელისუფლების ხელში, მეეჭვება წინ გადაიდგას რაიმე ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, კონსორციუმს  ვადას გაუგრძელებენ თუ არა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

ოპონენტების მოლოდინი არარეალისტურად მიჩნიათ უმრავლესობაში.

"არსებობს ჯგუფი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს ინვესტორი, კონსოლიდაცია გაუწიოს გარკვეულ ბიზნესჯგუფს, მოაგროვოს ფული და განახორციელოს პროექტი. ვერ აკეთებს და რა უნდა ქნას სახელმწიფომ ასეთ შემთვევაში. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია პორტი და სატრანზიტო ფუნქცია," -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები