17 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილის ხისტი რიტორიკაა - კურტ ვოლკერი

"ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, მიგვიყვანა შეიარაღებულ კონფლიქტამდე 2008 წელს."- აცხადებს უკრაინულ გამოცემასათან - "ევროპეისკაია პრავდა" ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი „უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – უბრალოდ ნერვიულად კი არა, აგრესიულადაც კი.“

"მე მართლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა. ის ეფექტიანად ავითარებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან, ტუმცა  პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლანდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესიის შესახებ“, – ამბობს დიპლომატი.

დღის ამბები