17 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონდარღვევაა - პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სესიის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას განცხადებით ეხმაურება.

ზურაბიშვილის შეფასებით, მომხდარი ფაქტი  ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა. 

"საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - "თავისუფლების ქარტია", რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი," - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.  

დღის ამბები