18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
"ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო მკაფიო გზავნილები" - მდინარაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

პრეზიდენტის გამოსვლას და ოპოზიციის ბოიკოტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია შარშანაც ამბობდა, რომ პრეზიდენტის მხრიდან აქტუალურ თემებზე მნიშვნელოვანი აქცენტები არ იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

"ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები. წელსაც ასეთ გზავნილებს ველოდებით. ჩვენი კურსი არის დასავლური და ეს მკაფიოდ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეუერთდება პათოსს, რომელიც ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა გააჟღერეს. დიალოგით საბოლოო კონსესუსი უნდა შედგეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები