18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ჩინეთში მიმდინარეობს კორონავირუსის კლება, როგორც ახალი შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ახალი მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსის 94 224 შემთხვევაა დადასტურებული.

"გლობალურად ტენდენციები იგივეა, რაც გუშინ მოგახსენეთ, ჩინეთში მიმდინარეობს კლება, როგორც ახალი შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ახალი შემთხვევების რიცხვი, ასევე დაფიქსირდა 38 სიკვდილის შემთხვევა, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო და ერთ-ერთი ყველაზე მცირეა 21 იანვრის შემდეგ. ზოგადად ჩინეთში ფიქსირდება 80 270 დადასტურებული შემთხვევა. ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო უარესდება და მოცული აქვს 81 ქვეყანა. სულ ჩინეთთან ერთად 94 224 შემთხვევაა დადასტურებული მთელ მსოფლიოში, აქედან 14 000 არის ჩინეთს გარეთ. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ფიქსირდება სამხრეთ კორეაში 5 621 შემთხვევა.  ასევე იტალიას საკმაოდ გადაასწრო ირანმა, დღევანდელი რიცხვით ეს 2 922, სიკვდილიანობა 92. შემდგომ მოდის იტალია და შემდეგ უკვე დანარჩენი ქვეყნები - იაპონია, გერმანია, მაგრამ გერმანიაში სიკვილიანობის მაჩვენებელი არაა სხვა ქვეყნებთან შედარებით, შემდეგ საფრანგეთი, აშშ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები