18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის გავრცელება ამ ბოლო შემთხვევით დამთავრდება - მარინა ეზუგბაია 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა. დღეს ინფექციაზე ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება.

გუშინ უარყოფითი პასუხი მიიღო 21-მა პაციენტმა. ამ დროისთვის ცენტრში სულ 46 პირი რჩება. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია.

"მეათე შემთხვევა ნიკა გამყრელიძეა, მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე. აქტიურად მიმდინარეობს ყველა კონტაქტირების გამოკვლევა. გუშინ ბევრი ასეთი პაციენტის გამოკვლევა ჩატარდა. ვიმედოვნებ, რომ ამ ბოლო შემთხვევით დამთავრდება ვირუსის გავრცელება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. 

დღის ამბები