"მინდა გადმოგცეთ, რომ დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ეს არის ახალი ვირუსი, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, ყოფილა უფრო უარესი ვირუსიც," - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა იქადაგა.
გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ეკლესია პირვანდელ ყოფას უბრუნდება.
"ეკლესია უბრუნდება თავის პირვანდელ ყოფას, საზეიმოდ ვაცხადებ, რომ ხსნა არის ჭეშმარიტ ეკლესიაში, რომლის მეთაურიც უწმინდესია. ესაა ადამიანი, რომელსაც ღმერთმა ჩააბარა ეკლესიის საჭე, მტკიცედ მიუძღვნა იგი ამ ხომალდს, ვილოცოთ მისთვის.
მინდა გადმოგცეთ, რომ დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ეს არის ახალი ვირუსი, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, ყოფილა უფრო უარესი ვირუსიც. ნუ გეშინიათ, ამ ვირუსს კაცობრიობა დაამარცხებს ისევე, როგორც დაამარცხა ბევრი სხვა, მაგალითად კეთრი," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.