გურიის რეგიონში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში 17 პირი იმყოფება. აქედან 13 ოზურგეთში, 3 - ჩოხატაურში, ხოლო 1 - ლანჩხუთში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში აცხადებენ, იზოლირებული პირების მხრიდან იყო გარე კონტაქტის შემთხვევები, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციასთან ერთად თვითიზოლირებული პირების მონიტორინგი განახორციელეს და მათ წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
არცერთ იზოლირებულ პირს დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ყველა მათგანს მხოლოდ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში გურიაში საკარანტინო ზონა შეიქმნება და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა გურიის რეგიონში არ დგას.