18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
"ეს დიდებული მიღწევაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა" - კარლ ჰარცელი

შეთანხმების დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელს აწერენ. ევროკავშირის ოფისში უკვე იმყოფებოდნენ ლეიბორისტული პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერები.

განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ეს დიდებული მიღწევაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო "ოლიგარქისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს".

"ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ასევე პარტიების საერთო განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მხარდაჭერა, რომ ამ გველეშაპისგან გათავისუფლდეს ეს ქვეყანა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები