ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარი კვლავ გაღვივდა. ცეცხლი ბუჩქნარს და ხეებს, დასახლებულ პუნქტთან ახლოს მოედო.
თუმცა ამ ეტაპზე საფრთხე მოსახლეობას არ ემუქრება. ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან მეხანძრე - მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.