18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ეკიპაჟი სპეციალური აღჭურვილობით - ფოტოები Georgian Airways-ის თვითმფრინავიდან, რომელიც რომიდან საქართველოში უკვე გამოფრინდა

თვითმფრინავმა, რომელსაც რომიდან საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავს, იტალია უკვე დატოვა, ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა.

ეკიპაჟი თვითმფრინავის ბორტზე სპეციალური აღჭურვილობით იმყოფება.

სპეცრეისით ქვეყანაში 200 ადამიანს ჩამოიყვანენ. 

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენები გასულ კვირას შეაჩერა. 

"ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარჩნენ იტალიაში. ისინი არ არიან ინფიცირებულნი. ჩვენი ამოცანაა,  იმ ადამიანებს მივცეთ საშუალება, დაბრუნდნენ საქართველოში, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩვენი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტად ორასია," - განაცხადა რომან ბოკერიამ.

დღის ამბები