საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყანაში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია :
სამეგრელოში- ჩხოროწყუსა და, წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში-ხვანჭკარაში, შიდა ქართლში- გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში, აჭარაში- ქობულეთში, იმერეთში - ჭალოვანში.
ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში - ვაკიჯვარში, რაჭაში - კრიხში;
ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში - სოფელ გომბორთან, ქვემო-ქართლში-თეთრიწყაროში, გურიაში: გომსა და მამათში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის აქტიური კერებია იმერეთში - ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში - ეწერში.
მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ, მათ ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელეს.
უწყების ინფორნაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე.