18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველომ ჩაკეტილი იტალიიდან 200 მოქალაქე დაიბრუნა. ორი სპეცრეისი თბილისის საერთშორისო აეროპორტში 1 საათის წინ დაეშვა.

რომი-თბილისი, ორ ავიალაინერს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დაეშვნენ აეროპორტში, ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სპეც ტანსაცმელში
გამოწყობილი ჯგუფები დახვდნენ. სპეციალური ეკიპირებით იყვნენ ორივე ბორტის ეკიპაჟის წევრებსაც.

მანამდე "კურიერმა" სამხედრო აეროდრომთან ის სატრანსპორტო საშუალებები გადაიღო, რომლითაც იტალიიდან ჩამოყვანილი მგზავრები საკარანტინო ზონებში უნდა გადაიყვანონ.

ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის ნიშნები არა აქვთ, თუმცა ყველა მათგანი შემოწმებული იქნება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "კოვიდ-19" არ დაუდასტურდათ, 200 მგზავრი კარანტინში 14 დღეს გაატარებს.

"მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სიმპტომები არც ერთ მგზავრს არ აღენიშნება, თუმცა შემოსვლისას საჭიროა სკრინინგი. იქნება თერმული შემოწმება, ასევე ეპოდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის ორ კვირიან სავადებულო კარანტის, როგორც ეს განსაზღვრულია მთავრობის განკარგულებით.

ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის შესაძლებლობა გამორიცხულია, რადგან რისკი მაღლია,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

"არც ერთი ადამიანი, რომელმაც გამოხატა სურვილი წამოსვლის და გამოაგზავნა საბუთები ჩვენთან, არ დარჩენილა. უბრალოდ მოხდა ის ფაქტი, რომ ჩვენ ველოდებოდით უფრო მეტ ადამიანს, თუმცა დარეგისტრირებული რაოდენობა არ გამოცხადდა რეისზე. ამ ადამიანებს არც დაურეკავთ საკოსნულოში რომ ეთქვათ მიზეზი. ამ ეტაპზე 10 ადმიანი არ გამოცხადდა. თუ კიდევ რამდენ ადამიანს სურს წამოსვლა, უცნობია. თუ ვინმეს სურვილი აქვს წამოსვლის, შეუძლიათ შემოვლითი გზით იყიდონ ბილეთები და გამოფრინდნენ,"-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

დღის ამბები