საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს.
საელჩოს ცნობით, "La Gazzetta Ufficiale" - მ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება - "მე ვრჩები სახლში", რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე.
"მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:
ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.
ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
საგანგებო სიტუაციები;
ჯანმრთელობის მიზეზები;
სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!
ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;
დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას;
ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, "მკაცრად რეკომენდირებულია" სახლში დარჩენა;
ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;
ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში ;
ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;
გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;
ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;
ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკძალავი პროცესია, შეწყვეტილია;
ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 6 საათიდან 18 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;
დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;
კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურებსპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;
მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება," - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.