18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ონლაინ კონსულტაციები ექიმთან, დისტანციური სწავლება, სკაიპით აღებული ინტერვიუები - ცხოვრება კორონვირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ

ცხოვრება კორონვირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ - უდავოა, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ მსოფლიო ახალ რეალობაში გაიღვიძებს.

პირველი შედეგი სახეზეა: რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების წესი. ის, რაც ახლა დამკვიდრდება, შესაძლოა ტექნოლოგიების სამყაროში, მომავალში, წესადაც კი იქცეს. როგორ ხდება ეს საქართველოში? მაშინ, როდესაც დისტანციური კონტაქტი ახალი რეალობაა.

ონლაინ კონსულტაციები ექიმთან, დისტანციური სწავლება, სკაიპით აღებული ინტერვიუები - ეს ყველაფერი ახლო კონტაქტების შესამცირებლადაა საჭირო.

სოციალური დისტანცირება უკვე ქუჩებსაც დაეტყო.

გახსოვდეთ - საჭიროა სულ მცირე ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

დღის ამბები