COVID -19-ის გავრცელების გამო მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა. დაცარიელებულია ქუჩები და მოედნები, დახურულია მუზეუმები და ყველა ტურისტული ცენტრი. ფოტოხელოვანები ფირზე სხვადასხვა ქალაქში ვირუსით გამოწვეულ მიმდინარე მოვლენებს ასახავენ. ტოკიოს ხალხმრავლობით ცნობილი სავაჭრო ქუჩა, გონდოლების გარეშე დარჩენილი არხი ვენეციაში, მლოცველის გარეშე ქააბა ქალაქ მექაში, მიმტანი ცარიელ მაგიდებთან ერთად მილანში, ქორწილი ნიღბებით. შეიცვალა ცხოვრების წესიც - ადამიანები სახლში რჩებიან ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩაში პირბადით გადაადგილდებიან.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი