18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები