18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე, კორონავირუსთ ინფიცირების 30 შემთხვევის არსებობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.

"ქვეყანაში შემთხვევების ზრდა გვექნება. საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია. 145 ქვეყანაში, გარდა ჩინეთისა, ეპიდსიტუაცია უარესდება. ჯერჯერობით ასევე ჩინეთის გარდა, შემთხვევების დაღმასვლა არ დაფიქსირებულა, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ დამატებით შემთხვევებს.

სიტუაცია ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია, მიდის ყველა შემთხვევის დროული დიაგნოსტიკა. ჩვენ გვაქვს უკვე მესამეული გადაცემა, ამის გათვალისწინებით ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თვითიზოლაციაში მყოფებს დაიცვან აღნიშნული წესების. მაშინ შიდა გავრცელების საფრთხე უფრო ნაკლები გვექნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამასთან ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება არ არსებობას.. 

"საგანაგებო სიტუაციის გამოცხადების პრეროგატივა ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არ აქვს. არსებობს პრემიერ-მინისტრთან შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს. ამგვარი სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმის მიხედვით, როდესაც მრავალი ფაქტორის ანალიზი ხდება. სწორედ ამის შემდეგ იღებს გადაწყბეტილებას საქართველოს  უმაღლესი ხელისუფლება," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები