18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეებიდან გამომდინარე ევროპაბეთთან აქცია გაიმართა

კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეებიდან გამომდინარე გაიმართა აქცია სამორინე ევროპაბეთთან სადაც, ანა დოლიძემ და მისმა გუნდმა კაზინოში არსებული ანტიჰიგიენური გარემო გააპროტესტა. აქციის მონაწილეები თხოვნით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს, რათა მსგავს დაწესებულებებში ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა ის ზომა იყოს მიღებული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების და მომსახურე პერსონალის ვირუსისგან დაცვას.

"მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს, დაინერგოს პრევენციული ზომები სამორინეებში," - აღნიშნავს, კამპანიის "გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი, ანა დოლიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამორინეებში არ ჰქონდათ სადეზინფექციო ხსნარები, ერთჯერადი ხელთათმანები და არ იყო ელემენტარული ნორმები დაცული. 

"გუშინ სრულად გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, სახლში გავუშვით 600-მდე ადამიანი, რათა დისტანციურად იმუშაონ. რაც შეეხება მიწის ობიექტებს, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და გუშინ შესაბამისი ხსნარებიც შევიდა," - აცხადებს კომპანია "ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

 

 

დღის ამბები