18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - კომპანია "სმარტ ტაქსი" მგზავრისა და მძღოლის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით კამპანიას იწყებს

კომპანია "სმარტ ტაქსი" ტრანსპორტით მგზავრობის დროს მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კამპანიას - "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" იწყებს. კამპანიის განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მაღალია, აუცილებელია ტაქსის მძღოლები სპეციალური ხელთათმანით, ნიღბით აღიჭურვონ და მოხდეს მანქანების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

გარდა ამისა, კომპანია მგზავრებს საფასურის ელექტრონულად გადახდისკენ მოუწოდებს. კამპანია პრევენციული ხასიათისაა და ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება.

"მინდა ამ კამპანიაში ჩვენს გარდა ტაქსის სხვა კომპანიებიც ჩაერთონ და გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები კორონავირუსისგან," - აცხადებს "სმარტ ტაქსის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ოქრიაშილი

დღის ამბები