Google ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს. ვებგვერდი დაავადების ალბათობას და სამედიცინო ტესტის ჩატარების აუცილებლობას შეაფასებს.
პროექტი მუშაობის ადრეულ სტადიაზეა. პირველ ეტაპზე ვებგვერდის ტესტირება სან-ფრანცისკოსა და ახლომდებარე ქალაქებში ჩატარდება, შემდეგ კი პროექტი აშშ-ის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.