რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია მზად არის საჭიროების შემთხვევაში 120 პაციენტი მიიღოს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ლევან გოფიძის განმარტებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეს დღეს რამდენიმე პირი დღეს დატოვებს.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია რესურსი, იმ შემთხვევაში თუ დაავადებულები დაიწყებენ ჩვენთან შემოსვლას და დაირღვევა იზოლირებულად პაციენტების მოთავსების პრინციპი, 120 პაციენტის მიიღოს თავისი რეანიმაციითა და ინტენსიური თერაპიის ადგილებით.
დღეს კლინიკას დატოვებს ორი დაკვირვების ქვეშმყოფი პაციენტი, რომლებსაც გაუვიდათ ყველანაირი ვადა და არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური ნიშნები," - განაცხადა ლევან გოფოძემ.