აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუხთარლის ძმა, რამაზან მუხთარლი ავრცელებს.
მისი თქმით, ის, გათავისუფლების შემდეგ პირდაპირ გერმანიაში გაამგზავრეს.
გარდა ამისა, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისივე ინფორმაციითაც მუხთარლი მალე გერმანიაში იქნება. დამატებით ინფორმაციას ლეილა მუსტაფაევა არ ფლობს.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, მეორე დღეს კი იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
მუხთარლი ამ ბრალდებით გაასამართლეს და მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.