18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელებისთვის საქართველოს ფოსტას ყველა სახელმწიფო სერვისის ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა დაევალა

70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელებისთვის საქართველოს ფოსტას ყველა სახელმწიფო სერვისის ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა დაევალა.-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 "70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მივეცით რეკომენდაცია, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად იყვნენ იზოლირებულები, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელები, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას ადგილზე და შესაბამისად, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები