ევროვიზია 2020 წელს აღარ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორებმა წელს კონკურსის ჩატარებაზე უარი კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.
"ბოლო კვირების განმავლობაში ვცდილობდით გამოგვენახა ალტერნატიული გზები იმისთვის რომ ღონისძიება არ გაუქმებულიყო. COVID-19-ის გავრცელებამ ევროპაში და სახელმწიფოების მიერ გამკაცრებულმა ზომებმა კონკურსის ჩატარება შეუძლებელი გახადა" - წერია ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.