ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო - ამის შესახებ ინფორმაციას ანა ჯაბაური ავრცელებს. ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები:
"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება," - წერს ჯაბაური.