საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა სხდომა რამოდენიმე მღვდელმთავარმა უკვე დატოვა.
შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც COVID19-ს უკავშირდება.
დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მსჯელობენ, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს წინა სააღდგომო პერიოდში და როგორ ჩატარდება საღვთო ლიტურგია აღდგომის ღამეს.