საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას - ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა - დაიცვას პირადი უსაფრთხოება.
"საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება," - აღნიშნა გახარიამ.