ავიაკომპანია SkyUp უკრაინის მიმართულებით ბოლო სპეცრეისს ასრულებს. უკრაინულ ავიაკომპანიას საქართველოდან ის მოქალაქეები გაჰყავს, რომლებიც COVID 19-ის პრევენციის მიზნით გაუქმებული ავიარეისებისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.