18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
გიგა ბოკერია ითხოვს პასუხს, რატომ გაუქმდა რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ

"ევროპული საქართველო" საქართველოს ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია მთავრობამ უზრუნველყოს ევროპაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აირზენას" რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, ვინც დარჩენილნი არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვინც უნდა დაბრუნებულიყო საკუთარ სამშობლოში, გაუქმდა ყველგან. იქამდე, ასევე, ჩვენი მონაცემებით, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ "ვიზეარის" რეისებიც, რომლიც თითქმის ყველა ქვეყანაში დაფრინავს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეები დააბრუნონ თავის სამშობლოში, საქართველოსთვის გაუქმდა. ახლა ათეულობით საქართველოს მოქალაქე არის სრულიად გაურკვეველ ვითარებაში. ისინი აეროპორტებიდან ვერ გავლენ იმ ქვეყნებში, სადაც არიან და ვერც ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში. ყველას გვაინტერესებს, რატომ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები