საბერძნეთში მართლმადიდებელი ღვთისმსახური დააკავეს - "ევრონიუსის" ინფორმაციით, მან, მიუხედავად კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინისა, წირვა აღავლინა.
სასულიერო პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას მოსთხოვეს, მკაცრად დაიცვას საბერძნეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ნორმები.