18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
4000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბესიკ თამლიანი გლდანის საპატიმროს დღეს დატოვებს

20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანი გლდანის ციხეს დღეს დატოვებს.

მას 4000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა.

გირაოს თანხა ბესიკ თამლიანმა 25 დღის ვადაში უნდა დაფაროს.

ადვოკატი გლდანის ციხეში მიდის, საიდანაც მოხდება თამლიანის გათავისუფლება.

 

 

დღის ამბები