კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული ისევ 8 პაციენტია.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
დეტალური ინფორმაცია ახალი შემთხვევების შესახებ ინფექციურ საავადმყოფოსთან დაგეგმილი განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235 მოქალაქე რჩება.