18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
როგორ დაეხმარება სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს - ეკონომიკური გუნდი ორი მიმართულებით მუშაობს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "ღამის კურიერის" ეთერში იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ იმ ადამიანების დასახმარებლად უნდა შეიმუშავოს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო და COVID 19-ის გავრცელების პირობებში სამსახური დაკარგეს.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ორი მიმართულებით მუშაობს: ერთი- ეს არის ბიზნესის დახმარება იმისთვის, რომ მან დასაქმებული პირების შენარჩუნება შეძლოს, და მეორე- იმ ფიზიკური პირების დახმარებაა, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დეტალური ინფორმაცია აღნიშნული გეგმის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები