თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, დაინფიცირებული პაციენტების შესახებ ბოლო მონაცემებზე ისაუბრა.
"არსებული სიტუაციით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო. ყველა პაციენტზე შემოსვლისთანავე ტარდება კლინიკური მონაცემები და მიღებული შედეგები ამის შემდეგ ფასდება.
არსებული სიტუაციით, გვყავს 3 მძიმე პაციენტი, გუშინდელი დადასტურებული პაციენტი მოთავსებულია ჩვენს ცენტრში და მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ეზუგბაია.
რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია.
"სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია. თუ პროცესი მართული იქნება და არ მოხდება მდგომარეობის დამძიმება, მაშინ შიძლება ვთქვათ, რომ ასეთი პაცინეტების მდგომარეობა სტაბილური იქნება," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ახალშობილ ბავშვის ზოგადი მდგომარეობაზეც.
"ახალშობილ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ვირუსზე ნეგატიურ პასუხს"- აცხადებს ეზუგბაია.