18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 30 000 ლარი გადაირიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან" კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა. 

"ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, 1 წლის წინ შეიქმნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები