18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
10 პაციენტის ტესტის პასუხი, რომელთაც ანალიზი დღეს დილით ჩაუტარდათ, უარყოფითია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტები, რომელთა პასუხები უარყოფითია. მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში ტესტები კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდა, რომელთა პასუხი გვიან ღამით იქნება ცნობილი, შედეგებს კი საზოგადობას  ხვალ დილით გააცნობენ. ეზუგბაიას თქმით, უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ელოდებიან.  

გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ორი შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა, მარნეულის შემთხვევას უკავშირდება. 

"დილის შემდეგ მონაცემების ცვლილება აღინიშნება. უბრალოდ, თუ 77 იყო დარეგისტრირებული, ახლა ამ დროისთვის არის 79. ანუ შემთხვევა დაემატა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ორი შემთხვევა არის მარნეულის წყარო. ეს პაციენტები ჩვენს ცენტრში არია მოთავსებული. ჩვენი ცენტრის მონაცემები არ შეცვლილა. დღეს დილის პერიოდში აღებული ტესტებიდან, 10 ტესტი ჩატარდა, ათივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ანუ, ჩვენ დღის პირველ ნახევარში გამოკვლეული 10 პაციენტიდან არც ერთი არ დაგვიდასტურდა. გვრჩება ისევ 34 პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს უცვლელი სტატუსით. დღის მეორე ნახევარში აღებულია კვლავ 10 პაციენტზე კვლევა და დღეს გვიან იქნება პასუხი მზად,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე, ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ შორის არის ასაკოვანი ქალბატონი.   

"თითოეული მათგანის მდგომარეობა არ შეცვლილა ჯერჯერობით. ამ 4 პაციენტიდან ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად. ასაკოვანი ქალბატონია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულა. ამიტომ პროგნოზებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

დღის ამბები