18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
თბილისის მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტი გრძელდება - აგროჰაბში სპეციალური კუთხე მოეწყობა

თბილისის მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტი გრძელდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეძენილი პროდუქციით დახმარება გაუწიონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პროდუქტების მიტანას მოხალისეები უზრუნველყოფენ. პროექტში სუპერმაკეტების ქსელი "აგროჰაბიც" ჩაერთო.

"წითელმა ჯვარმა შეადგინა პროდუქტების ნუსხა, ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის: საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ყველაფერი არის გათვალისწინებული. ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს ჩართულობის სურვილს. ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, უამრავი ზარი შემოდიოდა და აგროჰაბთან ერთად განვახორციელეთ პირველი პროექტი, რომელიც არის ძალიან მაგარი და საშუალება იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ყველა გაჭირვებულს,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

წითელი ჯვრის წარმომადგენლის, ნათია ლოლაძის ინფორმაციით, აგროჰაბში მოეწყობა წითელი ჯვრის კუთხე, სადაც ყველა მსურველს მოხალისეები გაუწევენ კონსულტაციას თუ რომელი პროდუქტებია საჭირო.

დღის ამბები