საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იმატებს.
ამჯერად, ახალი ვირუსი ბათუმში ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
ახალი შემთხვევა, სავარაუდოდ, ისევ ევროპიდან შემოტანილ ფაქტს უკავშირდება. პაციენტი სამშობლოში დაბრუნებამდე იყო ესპანეთსა და გერმანიაში.
ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების ეს უკვე 82-ე შემთხვევაა.