უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. "კურიერს" დღეს იორდანიიდან უნგრეთიდან და პოლონეთიდან დაუკავშირდნენ. ამ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ჩარჩენილი მოქალაქეები საჭმლის გარეშე არიან დარჩენილები.
"მოგმართავთ თხოვნით, დაგვაბრუნეთ ჩვენს სამშობლოში, იმიტომ რომ აქ დღითიდღე მატულობს დაინფიცირებულთა რიცხვი," - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
უნგრეთიდან ითხოვს სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს 100-მდე მოქალაქე.
"დღეს უნგრეთში ამოქმედდა კომენდანტის საათი, რაც კონკრეტულ შეზღუდვებს უწესებს უნგრეთში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოში დაბრუნების მსურველი არის 100-მდე ადამიანი, სტუდენტი და არა მხოლოდ სტუდენტი უნგრეთიდან. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო გაუსაძლისი ხდება უნგრეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრება და ვითხოვთ დაუყოვნებლივ დაინიშნოს რეისი უნგრეთიდან," - ამბობს უნგრეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე.