კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში დედაქალაქის მერმა კომპანია "ჯითი გრუფთან" ერთად მარტოხელა მოხუცებს, ახალი კამპანიის ფარგლებში, მათთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. კახა კალაძის განმარტებით, პროდუქტები ათას ოჯახზე გადანაწილდება.
"იმ ოჯახებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, უმწეო მოხუცებს ვეხმარებით ამ პროექტით. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს გადადის იმაში, რომ ყველას ვეხმარებით, ვისაც ამის საჭიროება და სჭირდება თანადგომა ჩვენი მხრიდან. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნეს სექტორი," - განაცხადა კახა კალაძემ.