600 ათასზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 29 ათასი დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სტატისტიკა. COVID-19 ით დაავადებულთა რიცხვი იზრდება შეერთებულ შტატებში. ამერიკა თითქმის 105 ათასი ინფიცირებულით პირველ ადგილზეა.
ფატალური შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად იზრდება იტალიაში, სადაც ვირუსმა თითქმის 87 ათასი მოქალაქე იმსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაა ესპანეთში, სადაც დაავადებას 72 ათასზე მეტი პაციენტი ებრძვის. გაზრდილია სტატისტიკა გერმანიასა და საფრანგეთშიც.
ევროპელი ლიდერები ერთმანეთს მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. იზრდება ინფიცირების სტატისტიკა მეზობელ სახელმწიფოებში. დაავადების ყველაზე მეტი 6 ათასამდე შემთხვევა თურქეთშია გამოვლენილი. 1264-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში. სომხეთში კი COVID-19-ით დაავდებულთა რიცხვმა თითქმის 400-ს მიაღწია.