18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ბოლო 24 საათის განმავლობაში რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. პოლიცია განაგრძობს ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების მკაცრ კონტროლს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, არც ბოლნისის და არც მარნეულის მუნიციპალიტეტებში რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვაკონტროლებთ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ცენტრალურ შესასვლელ გზებს. მობილური ჯგუფების დახმარებით კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები," - აცხადებს პატრულ-ინსპექტორი, თემურ ლურსმანაშვილი. 

დღის ამბები