ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში 16 გამოჯანმრთელბული პაციენტია. მისი განცხადებით, კლინიკაში ამ წუთის მონაცემებით, 33 დადასტურებული შემთხვევაა, მიმდინარეობს კვლევა 7 პაციენტთან დაკავშირებით, რაზეც ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან.
"ჩვენ შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებულ განმეორებითი ტესტირებით უარყოფითია. ანუ, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია, მაგრამ ის გამოჯანმრთელებულად ითვლება და ეს არის მე-16 პაციენტი. ანუ სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს ცენტრში და ერთი საჩხერეში. წუხელ შემოსული პაციენტის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია ამ ეტაპზე. კლინიკური მონაცემებით, დაავადება არ პროგრესირებს ამ ეტაპზე. კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით, ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი პნევმონია დასტურდება. გართულების სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.