დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ ნიუ-იორკში, ისევე როგორც ნიუ-ჯერსსა და კონეკტიკუტში კარანტინის გამოცხადება აუცილებელი არ იქნება და ამის ნაცვლად აღნიშნულ შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოგზაურობისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.
ტრამპის ამ განცხადების შემდეგ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის მოსახლეობას მომავალი 14 დღის განმავლობაში შიდა გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.